სათხის საჯარო სკოლაში სომეხთა გენოციდის დღე გაიხსენეს
25-04-2018
სათხის საჯარო სკოლის მეექვსე და მეცხრე კლასების მოსწავლეებმა სომეხთა გენოციდის დღე გაიხსენეს. მათ ხსოვნას დარბაზმა ფეხზე დგომით და წუთიერი დუმილით სცა პატივი.
ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებული ისტორიები დარბაზს ემოციურად მოუთხრეს, ლექსები წაიკითხეს და ეთნიკური სიმღერები შეასრულეს.
დასასრულს ბავშვებმა მცირე პიესაც დადგეს. აქტივობის ავტორები სკოლის მშობლიური ენის მასწავლებლები რიმა სანოსიანი და არმენუი ნორისრაელიანი იყვნენ.
ცნობისთვის, 1915 წლის 24 აპრილს იმპერიის მმართველებმა სტამბოლში მცხოვრები წარჩინებული სომხები დააკავეს. ამას იმპერიის ტერიტორიაზე მცხოვრები სომხების მასობრივი დევნა და გადასახლება მოჰყვა, რასაც 1.5 მილიონამდე ადამიანი შეეწირა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს