ხიჭაურის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო
24-03-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა.

სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თვითმმართველობის წევრებმა ღონისძიება ჩაატარეს. მათ მოსწავლეებს ამ დღესთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ქათამაძე გვიყვება, მოსწავლეებმა თამატური პლაკატები დაამზადეს და საჭირო ცოდნა, ინფორმაცია მიიღეს.

აქტივობაში ბავშვები ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:


 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203