წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
24-03-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ეკოკლუბი „ნიამორის“ წევრებმა საინტერესო აქტივობები მოაწყვეს.
მოსწავლეებმა - ლუკა ბენდელიანმა და თამარ ჩაკვეტაძემ წყლის დაბინძურების შესახებ პრეზენტაცია ჩაატარეს, ხოლო კლუბის წევრებმა წყალზე, თემატური პოსტერები შექმნეს.
„წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ გლობალური წყლის კრიზისის დასაძლევად მოქმედება აუცილებელია“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
აქტივობაში მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
ამ დღის მიზანია უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს