წახანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
24-03-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია.
სკოლაში მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოაწყვეს. მათ პლაკატები წარწერით - „ქრომოსომებს არ ითვლიან“ შექმნეს. ბავშვებმა ასევე ხელები საღებავებით შეიღებეს და დღის სიმბოლო - ფერადი წინდები გამოჭრეს.
აღსანიშნავია, რომ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს