ართანის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
24-03-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ორგანიზატორებმა - სპეცმასწავლებლებმა: ნ. გაგანაშვილმა და ნ. სებისკვერძემ მოსწავლეებს დაუნის სინდრომისა და ამ დღის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია გააცნეს, ასევე მათ სინდრომის მქონე ბავშვების ცხოვრების შესახებ ვიდეომასალა აჩვენეს.

„მოსწავლეებმა გაგვიზიარეს თავიანთი მოძიებული და ცხოვრებისეული ისტორიები, შექმნეს პლაკატები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის წლევანდელი გზავნილით, „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ საინტერესო და თბილ გარემოში ჩაიარა.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203