ართანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები იზეიმეს
24-03-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს ღონისძიება მიეძღვნა.

დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „8 მარტი და გაზაფხული ერთად მოგვილოცია“ სკოლის დაწყებით კლასებში გაიმართა. 

ღონისძიებაზე, რომელსაც მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები და ლიტერატურული კომპოზიცია შეასრულეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ასევე თავიანთი ხელით გაკეთებული თაიგულები სკოლის დირექტორს - თინათინ ბიჭოლაშვილს, მასწავლებლებსა და მშობლებს გადასცეს .

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შესაძლებლობები და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის ერთ-ერთ დაუვიწყარ მოგონებად იქცა.

„დამსწრე საზოგადოებამ კლასის ხელმძღვანელს - იულია ამირაჯიბსა და თეა ჩახუტაშვილს ასეთი კარგი, სასასიამოვნო და სამახსოვრო დღისათვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203