ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა
24-03-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა და შეჯიბრი აქტიურად იმართება.

ამჯერად, სკოლაში თვითმმართველობის ინიციატივითა და სპორტის მასწავლებლის - იოსებ ბეკოშვილის ხელმძღვანელობით, მე-11 და მე-12 კლასებს შორის ფრენბურთში ამხანაგური შეხვედრა ჩატარდა.

მოსწავლეები გუნდებად დაიყვნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

ბავშვები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, შეჯიბრებები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203