ბოგვის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა მხარდაჭერა უკრაინელ ბავშვებს
24-03-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უკრაინელ ბავშვებს თანადგომა გამოუცხადეს.
სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეებმა მათ მხარდასაჭერად საინტერესო აქტივობები მოაწყვეს. ბავშვებმა შექმნეს პლაკატები წარწერით - „არა ომს!“, „არა ძალადობას!“.
მეოთხეკლასელებმა ხელზე საქართველოსა და უკრაინის დროშები დაიხატეს.
ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ემპათიის გრძნობას უვითარებს, რაზეც სკოლა ზრუნავს.