„გაზაფხული“- არეშფერანის საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი
24-03-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, პირველ კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - თინათინ წიწილაშვილმა და ხელოვნების პედაგოგმა - შორენა მჭედლიძემ ინტეგრირებული გაკვეთილი, თემაზე - გაზაფხული, ჩაატარეს.

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ გაზაფხულის თემატიკაზე დასმულ შეკითხვებს უპასუხეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და იცეკვეს. 

ინტეგრირებულმა გაკვეთილმა ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მას კლასის დამრიგებელი დავით ცერცვაძე, სკოლის დირექტორი სტელა გიგოლაევა და სხვა პედაგოგებიც ესწრებოდნენ. 

„მოსწავლეებმა ადვილად გაართვეს თავის დაკისრებულ მოვალეობებს. დღემ პოზიტიურად და სასიამოვნოდ ჩაიარა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203