„მაგიდის ჩოგბურთი“- ვალის N4 სკოლის მოსწავლეებს სპორტის მასწავლებელმა საინტერესო კომპლექსური დავალება შესთავაზა
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი საინტერესო აქტივობა თუ ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად, სპორტის მასწავლებლმა - გელა აზირაშვილმა ქართული და სომხური სექტორის VII კლასის მოსწავლეებს თამაზე - „მაგიდის ჩოგბურთი“ კომპლექსური დავალება.
მოსწავლეები თამაშის წესებს გაეცნენ, მათ ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია მაგიდის ჩოგბურთის ისტორიის, წესებისა და ცნობილი ჩოგბურთელების შესახებ. გარდა ამისა, დაამზადეს კედლის გაზეთი.
კომპლექსური დავალების ბოლოს კი, ჩატარდა შიდასასკოლო ფესტივალი, რომელშიც VI-VIII კლასის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს, გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც გადაეცა სიგელი.
„მოსწავლეები სპორტულ აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და თავისი შესაძლებლობები გამოავლინეს“,- აღნიშნევენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: