ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაზეთი შექმნეს
23-03-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სკოლაში გაზეთი - „ჩვენ ვაკავშირებთ“ შექმნეს.

სკოლის სპეცმასწავლებელმა - ლალი გვიშიანმა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ისაუბრა ინკლუზიური განათლების შესახებ.

ბიოლოგიის მასწავლებელმა ნანა ფუტკარაძემ გააკეთა პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეები მათთვის საჭირო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს.

ღონისძიება დატვირთვული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერებასა და ცოდნას ამაღლებს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203