თხილნარის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა 
23-03-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებას, სადაც სკოლის მოსწავლეები აქტიურად და ხალისით ჩაერთნენ, პედაგოგი თამარ გორგაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს და ფერადი პლაკატები დაამზადეს.

სკოლაში ტოლერანტული თაობის აღზრდას დიდი ყურადღება ეთმობა.

დაუნის სინდრომი 1866 წელს აღწერა ჯონ დაუნმა. 2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203