ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
23-03-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და ამ საკითხთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებების მსხვრევას ითვალისწინებდა.

ღონისძიებას სკოლის სპეცმასწავლებელი სოფიო ლომინაძე ხელმძღვანელობდა.

აღსანიშნავია, რომ მე-8 კლასის მოსწავლეებმა, საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაში, სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსების, უფლებების დაცვა და მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203