ჯიმითის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
23-03-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯიმითის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლეებმა გერმანულ ენაში, პედაგოგ ელზა დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვან და საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს.

მათ საინტერესო პლაკატები შექმნეს, ცოდნა წარმოაჩინეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

„წარმატებებს ვუსურვებთ პედაგოგსა და მოსწავლეებს!“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203