„ჩემი პირველი ქართული როლი“ - თბილისის N132 სკოლაში თეატრალური კომპოზიციების კონკურსის სასკოლო ტური გაიმართა
23-03-2023

თბილისის N132 საჯარო სკოლა თეატრალური კომპოზიციების სასკოლო კონკურსს - „ჩემი პირველი ქართული როლი“, შეუერთდა.  

სკოლაში კონკურსის სასკოლო ტური ჩატარდა. 

კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მოსწავლეებისთვის გამოაცხადა.

აღსანიშნავია, რომ თეატრალური კომპოზიციების დადგმა შესაძლებელი იყო ნებისმიერი ლიტერატურული ნაწარმოების, ან საკუთარი სცენარის მიხედვით. 

აღნიშნულ კონკურსში სკოლის, რუსული სექტორის ყველა საფეხურის მოსწავლე მონაწილეობდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო კონკურსის მიზანია არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენაზე სამეტყველო კომპეტენციების განვითარება და შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.

თეატრალური კომპოზიციის მომზადების პროცესში, მოსწავლეები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა: სცენარის დამუშავება, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და სხვა. 

კონკურსი სამი ეტაპად მიმდინარეობს. სასკოლო, მუნიციპალური და დასკვნითი ტურები. სასკოლო ტური მოსწავლეებმა უკვე  გაიარეს.

კონკურსში, წარმოდგენილი იყო შემდეგი თეატრალური კომპოზიციები:

  • რუსული სექტორის 1 კლასი- „მგელი და კრავი“და „მელია და ყურძენი“-ხელმძღვანელი ლუიზა პეტროსიანი;
  • რუსული სექტორის 3 კლასი-„თალგამი“- ხელმძღვანელი დიანა ასანიძე;
  • რუსული სექტორის 4 კლასი-„კომბლე“ - ხელმძღვანელი ლიანა შანიძე;
  • რუსული სექტორის 8 კლასი-„მელია და ყვავი“- ხელმძღვანელი ლარისა გევორქიანი; 
  • რუსული სექტორის 9 კლასიბ-„მოგონება“- ხელმძღვანელი ნელლი ებრიალიძე;
  • რუსული სექტორის 10 კლასი-„ნაადრევი ქორწინება“- ხელმძღვანელი ინგა ამირჯანოვა.

სასკოლო ტურის გამარჯვებულად, შერჩეულმა ჟიურიმ დაასახელა რუსული სექტორის 1-ელი კლასის მიერ წარმოდგენილი - „მგელი და კრავი“, რომელსაც დამრიგებელი ლუიზა პეტროსიანი ხელმძღვანელობდა.

გამარჯვებული თეატრალური კომპოზიცია წარედგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილ კომისიას, შესაფასებლად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203