ტყიბულის N6 საჯარო სკოლის რვა წარჩინებულ მოსწავლეს კომპიუტერი გადაეცა
23-03-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის, X კლასის 8 წარჩინებული მოსწავლე, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში კომპიუტერებით დაჯილდოვდა.

მოსწავლეები სკოლაში მიღწეული წარმატებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაასაჩუქრა.

ტყიბულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ირინე კორძაიამ 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები, რომელთა საფეხურის ნიშანია - 10 ქულა, პირადად დააჯილდოვა პორტაბელური კომპიუტერებით.

დაჯილდოებას რესურსცენტრის თანამშრომლები, საჯარო სკოლების წარმომადგენლები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებს წარმატება მიულოცა სკოლის დირექტორმა, შოთა ჯინჯიხაძემ.

ცნობისთვის, პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“, 2009 წლიდან ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების მეთოდების გაძლიერება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203