ბათუმის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღებიც. ყურადღების მიღმა არც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე დაჩენილა. მე-2 კლასში ჩატარდა კლასის საათი, სადაც მოსწავლეებმა შემეცნებითი ფილმი ნახეს.
მოსწავლეებმა ქრომოსომები და ამ დღის სიმბოლო წინდები თავადაც დახატეს. კლასის საათი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. ისინი ყველა აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ.
„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება. მოსწავლეებმა გაიგეს, რომ დედისა და მამის ქრომოსომები თანაბრად გადაეცემა შვილს და 23 წყვილისგან შედგება, თუმცა ხდება ხოლმე, როდესაც 21-ე ქრომოსომაში მესამე ზედმეტი ქრომოსომა ჩნდება, რის შედეგადაც ვლინდება დაუნის სინდრომი“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: