
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა თემაზე -„წყალი ჩვენი სიცოცხლეა“ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს და გასვლითი აქტივობა მოაწყვეს.
აქტივობებს პედაგოგი ლია მამულაძე ხელმძღვანელობდა.
სკოლაში, მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებასა და მათში გარემოსდაცვითი ვალდებულებების გააზრებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: