თაზაქენდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს
23-03-2023
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება.
სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენას შესაბამისად აღნიშნავენ. რასაკვირველია, ყურადღების მიღმა ისეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულიც არ აღმოჩენილა, როგორც ნოვრუზ ბაირამია.
ამ თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მოსწავლეებმა ისაუბრეს, თემატური ნამუშავრები დაამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს