„საიდან იღებს და რაში ხარჯავს სახელმწიფო ფულს?“- შავღელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, საინტერესო თემა განიხილეს
24-03-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტრესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის წყურვილზე დადებითად აისახება. 

მოსწავლეებს უყვართ პედაგოგ მედეა გათენაძის სამოქალაქო განათლების გაკვეთილები, რომელიც მოზარდებს სასკოლო ცხოვრებას საინტერესო აქტივობებითა და თემებით უმრავალფეროვნებს. 

ამჯერად, სკოლის მეცხრეკლასელებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე განიხილეს თუ საიდან იღებს და რაში ხარჯავს სახელმწიფო ფულს? როგორია დაბალანსებული ბიუჯეტი?

მოსწავლეებისთვის თემა მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, არაერთ აქტივობაში ჩაერთნენ და იმუშავეს, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შავღელეს საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში, შეუძლიათ მსჯელობა, აზრთა გაზიარება, მოძიებული მასალის გაანალიზება-შედარება, აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203