ბეჟანოს საჯარო სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს სახალისო აქტივობებით სწავლობენ
23-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში მოსწავლეები ქართულ ანბანს ხალისითა და მონდომებით სწავლობენ. მასწავლებლები მათ მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.
1-ელი კლასის (მასწავლებელი ისკუი ეყუნიანი) მოსწავლეებმა ასო-ბგერა „ბ“ ხალისით შეისწავლეს. ქართული ენის გაკვეთილი ხელოვნების გაკვეთილთან ინტეგრირებით წარიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა „ბ“ ასო დახატეს, რამაც სწავლის პროცესი მეტად გაამხიარულა და გაამარტივა. გაკვეთილის ბოლოს კი ნამუშევრები ერთმანეთს აჩვენეს.
მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს და სწავლის სურვილს ამძაფრებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს