კერძო სკოლა „თაობაში“ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა მოეწყო
23-03-2023
ბათუმის კერძო სკოლა „თაობაში“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მოსწავლეები სლოგანის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გარშემო გაერთიანდნენ.

უფროსკლასელებმა პატარა „თაობელებთან“ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს. მათ საინტერესო და საჭირო ინფორმაციები გააცნეს და ცოდნა აუმაღლეს.

სკოლაში ინფორმაციის გაზიარებისთვის X კლასის მოსწავლეებსა და „თაობელ“ მასწავლებლებს: მარინა კალანდაძეს, მარიამ რომანაძესა და ნინო დევაძეს მადლობას უხდიან. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203