ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის განმავითარებელი აქტივობა და ღონისძიება ეწყობა.
ამჯერად, სკოლის მე-3
ბ კლასში მასწავლებლის - სალომე სურმანიძის ხელმძღვანელობით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივობები მოეწყო.
აღნიშნული აქტივობები რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა:
• ცოდნის გამდიდრება წყლის მნიშვნელობის შესახებ;
• მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის უნარის გაზრდა;
• ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მოსწავლეებმა წყლის უნიკალური თვისებების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა აიმაღლეს.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამარლებისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ვიდეო: