„ენერგოეფექტური სახლი“- ოკამის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება.
პროფესიონალი პედაგოგები საინტერესო საგაკვეთილო პროცესის ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინტეგრირებული კომპლექსური დავალება - „ენერგოეფექტური სახლი“, მოამზადეს. მისი თემა თბოგამტარობა და ფართობი იყო.
მერვეკლასელებმა მონდომებით იმუშავეს, შედეგად კი დავალებას თავი დიდი წარმატებით გაართვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მათ მასწავლებლები - ზარუი არაქელიანი და რაზმიკ მღდესიანი ხელმძღვანელობდნენ.
იხილეთ ფოტოები: