შავღელეს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხეები დაირგო
24-03-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი და საზოგადოებასაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

შავღელეს საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღეც გარემოსდაცვითი აქტივობით აღინიშნა. 

სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა, ადმინისტრაციამ და სამეწარმეო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა, კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა ხეები დარგეს.

მოსწავლეები აქტივობაში პედაგოგ ხათუნა ქამადაძის ხელმძღვანელობით აქტიურად ჩაერთნენ და მწვანე საფარის გაუმჯობესებაზე აქტიურად იზრუნეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203