„ვეფხისტყაოსნის სამყაროში“- პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოემას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
23-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული, მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.

ამჯერადაც, სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა, ვეფხისტყაოსანთან დაკავშრებით საინტერესო პლაკატები დაამზადეს, პოემიდან ამოწერეს აფორიზმები და ფრაზები, მრავალფეროვნად გააფორმეს და კლასის წინაშე წარადგინეს.

„ვეფხისტყაოსნის სამყაროში“ - ასე დაარქვეს აქტივობას სკოლაში.

პედაგოგებს გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პრაქტიკული აქტივობების ჩატარება მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალური ჩართულობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203