ქუთაისის N40 სკოლის მოსწავლეები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
23-03-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს, პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში, საზეიმო ვითარებაში კომპიუტერები გადაეცათ.

მოსწავლეები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საბაზო საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის დააჯილდოვა.

კომპიუტერები გადაეცათ:

  • მე-10 კლასის მოსწავლეებს: თამარ ბექელაძე და თამარ ჭაღალიძე (დამრიგებელი: ირინა ყურაშვილი);
  • მე-10 მოსწავლეებს: ნინი გიგიაძე, ზურაბ ხვედელიძე და საბა ხაჭიპერაძე (მასწავლებელი: დიანა ზურებიანი);
  • მე-10 მოსწავლეები: ანანო ბაზმანი, სალომე მუსელიანი, ირაკლი ლაშქარეიშვილი და მარიამ ნაზარენკო (მასწავლებელი: ინგა ხაჟომია).

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე თინათინ კუხიანიძე, აქტიურად იყო ჩართული აღნიშნულ ღონისძიებაში, წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები სწორედ მან გადასცა და წარმატება მიულოცა.

სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები მოსწავლეებს ულოცავენ მიღწევებს და მომავალში წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203