გომანის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა
23-03-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ჩატარდა.

მოსწავლეებმა, პლაკატი, წარწერით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, დაამზადეს, ხელები სიმბოლურად საღებავებით შეიღებეს და ქაღალდებით, ფერადი წინდები შექმნეს.  

აქტივობებს, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი, ხატია მეკოკიშვილი ხელმძღვანელობდა.

სკოლაში, მოსწავლეთა სოციალური საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203