კულიკამის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
23-03-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება.
მათ განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ. ამჯერად, მე-7 კლასში, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული, მათემატიკის ღია გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებობები გამოავლინეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. ისინი სხვადასხვა საკითხს შეეხნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს.