ნაბახტევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს
23-03-2023

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერათაშორისო დღე აღნიშნეს. 

მათ მთავარი გზავნილი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, გააჟღერეს. საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებში მოსწავლეები დამრიგებლების ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. ისინი შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ, დაუნის სინდრომზე ისაუბრეს და თემატური ნამუშევრები დაამზადეს. 

მოსწავლეებმა ცოდნისა და უნარების წარმოჩენა შეძლეს. 

პირველი კლასის დამრიგებელი - ლელა მჭედლიძე, მე-2 კლასის - ელზა მაისურაძე, მე-3 კლასის ეკატერინე თედეშვილი, მე-4-კლასის - ლელა სხილაძე, ხოლო მე-6 კლასის მაია რიჟამაძეა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203