ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
23-03-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ტრადიციულად, საინტერესოდ აღინიშნა. 

მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საინტერესო თემატური ნამუშევრები დაამზადეს. მათ ხელებიც გაიფერადეს, ადგილზე ჰქონდათ ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები. 

სკოლაში მთავარი სათქმელი გააჟღერეს - ისინი ქრომოსომებს არ ითვლიან. აქტივობები მოსწავლეებმა რიტა ველიევას ხელმძღვანელობით გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203