მაღლაკის N1 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საინტერესო ტრენინგი გაირეს
23-03-2023
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საინტერესო პროექტსა თუ ღონისძიებაში ხშირად ერთვებიან. 

სამოქალაქო განათლების სასკოლო პროექტების ფარგლებში, სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისა და სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი: გეიმიფიცირება. აღნიშნულ ტრენინგს მაღლაკის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - თინა დოლაბერიძე და სკოლის სამოქალაქო კლუბის „მარადმწანე“ წევრები - ანა ტუკვაძე და იოანა ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. 

პროცესი საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა.

„გეიმიფიცირება არის მიდგომა სასწავლო პროცესისადმი, სადაც ხდება თამაშის მიმზიდველი ელემენტების გადმოტანა და გამოყენება რეალურ საგანმანათლებლო სივრცეში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოტივაციას და თვითმოტივაციას. რადგან მოტივაცია ელექტრონული სასწავლო პროცესის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამიტომ გეიმიფიკაციას სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის აგებისას. ტრენინგზე განხილულ იქნა პროექტების შეფასების კრიტერიუმები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203