ქუთაისის N12 სკოლის პედაგოგები საგნამათლებლო პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ
23-03-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის საზოგადოება სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში აქტიურადაა ჩართული.

ამჯერად, სკოლის პედაგოგები: მაია დვალი, რევაზ ზაქარაშვილი და ირმა აბზიანიძე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში გამართულ შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ფარგლებში, ბავშვის უფლებათა ცენტრის განხორციელებული პროექტის - „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური, სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ გაიმართა.

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მაია დვალმა, შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო მდგრადობის შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია წარმოადგინა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრის ბოლოს პედაგოგებს პროექტში აქტიურად ჩართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

მსგავსი შეხვედრები პედაგოგთა პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რასაც სკოლაში ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203