ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-03-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობა დაგეგმეს და განახორციელეს.

მათ წყალზე ინფორმაცია მოიძიეს, რომლის შესახებაც შემდგომ პრეზენტაცია გააკეთეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა ასევე თემატური პლაკატი დაამზადეს. აქტივობებში ბავშვები მონდომებით ჩერთნენ.

„ბავშვებმა ასევე მდინარე მოინახულეს, რომელიც სკოლასთან ახლოს ჩამოედინება და ისაუბრეს წყლის დაბინძურებით გამოწვეულ პრობლემებზე“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეებმა მეგობრებს მოუწოდეს, რომ გაუფრთხილდნენ წყალს.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203