„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“- ბათუმის N22 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეთა საგანმანათლებლო ღონისძიება
ბათუმის N22 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მე-6
ზ კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, გამართეს. მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ვრცლად ისაუბრეს, პრეზენტაცია გამართეს, თემატური ნამუშევრები მოამზადეს, სათქმელი მკაფიოდ დააფიქსირეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აქტივობის ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ელიტა კახიძე იყო. აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: