ნინოწმინდის N1 სკოლის 7 წარჩინებულ მოსწავლეს ლეპტოპები გადაეცა
23-03-2023
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის 7 წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მათ კომპიუტერები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადასცეს. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან. 

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ეს ძალიან კარგი საჩუქარია, რომელიც მოსწავლეებს უკეთ სწავლის სურვილს აღუძრავს“,- ამბობენ სკოლაში.  

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203