ერკეთის საჯარო სკოლაში, ეკოკომიტეტის ინიციატივით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
23-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

რასაკვირველია, მნიშვნელოვანი თარიღებიც შესაბამისად აღინიშნება. ამჯერად, სკოლაში, ეკოკომიტეტის ინიციატივით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, დაარიგეს ბუკლეტები - „არცერთი წვეთი წყალი არ დაიხარჯოს უმიზნოდ“.

გარდა ამისა, ლექცია - „წყლის მნიშვნელობა და მისი გონივრული გამოყენება“, ჩატარდა. გაიმართა საინტერესო დისკუსიაც, რომლის ფარგლებშიც, თემის გარშემო იმსჯელეს და პოზიცია დააფიქსირეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი ღონისძიებები ხშირად იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203