დიდი არაქალის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის დღესასწაულების შესახებ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
23-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სახალისო საგანმანათლებლო აქტივობა მე-8 კლასში ჩატარდა. მოსწავლეებმა რუსული ენის მასწავლებელის, ნათელა დალიბალთიანის ხელმძღვანელობით, რუსულ ენაზე პრეზენტაცია მოამზადეს. მისი თემა მსოფლიოს დღესასწაულები იყო. მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელებული ტრადიციის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს, საინტერესოდ წარადგინეს და ერთმანეთს შეადარეს. 

როგორც სკოლაში ამბობენ, აქტივობა ძალიან შემეცნებითი და შთამბეჭდავი იყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, ცოდნა გაიღრმავეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203