გულგულის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ კიკნაძეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, კომპიუტერი გადაეცა
23-03-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლის მე-10 კლასის წარჩინებული მოსწავლე მარიამ კიკნაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
 
მას ლეპტოპი საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცა. მარიამ კიკნაძე ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეა.

სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეები უერთდებიან მის სიხარულს, უსურვებენ წინსვალსა და წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203