ბათუმის N8 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები მოლაშქრე გიდების საქმიანობას გაეცნენ
23-03-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლია IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნინო ქარჩავას ხელმძღვანელობით, აჭარის მოლაშქრე გიდების ასოციაციის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

როგორ სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა მიზნად ისახავდა, მოზარდებში აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ლაშქრობისა და კემპინგის კულტურის დამკვიდრებას.  

შეხვედრაზე ჩატარდა აქტივობები:   

- მოგზაურობის გამოცდილების გაზიარება;
- დისკუსია ისტორიული და სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ;
- საუბარი თემებზე: ლაშქრობა, კემპინგი და კანიონინგი.

ასევე შეხვედრაზე, მოლაშქრეთა აღჭურვილობის პრეზენტაცია გაიმართა, მოსწავლეებმა დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს და მათთვის საინტერესო კითხვები დასვეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203