„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლით თქვენც“ - გომაროს საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
23-03-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

პედაგოგების: ნათია არსენაშვილის, სოსო მერაბიშვილის, თამარი შავაძის ხელმძღვანელობითა და ადმინისტრაციის ხელშეწყობით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებისთვის, მე-2, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა, თავიანთი ხელით შექმნეს პლაკატები, ბანერები და ფერადი წინდები მოირგეს იმის საჩვენებლად, რომ ეს დაავადება არ არის!

„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნუ დაითვლით თქვენც“, - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

სკოლაში, მოსწავლეთა სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას და მათში ტოლერანტობისა და სოლიდარობის დანერგვას დიდი ყურადღება ეთმობა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203