„წყლის რესურსების დახასიათება“- საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში
23-03-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში, წყლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი, საგნების: ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის ინტეგრირებით, თემაზე -„წყლის რესურსების დახასიათება“, გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები პრეზენტაციის სახით გაეცნენ: წყლის ფიზიკურ და ქიმიურ მახასიათებლებს, წყლის რესურსების სახეობებს, წყლის ობიექტების კვების ტიპებს, წყლის ბრუნვას ბუნებაში, წყლის დაბინძურების წყაროებს. 

ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - ანნა წულაიამ, მოსწავლეებს ქალაქებში არსებული წყლის დასუფთავების სისტემის ამსახველი ვიდეორგოლი გააცნო.

ასევე მსმენელებმა, შეხვედრის დასაწყისში, თემაზე - „რა ვიცი წყალზე?“, თავიანთი მოსაზრებები Flipchart-ზე დააფიქსირეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

ჩატარებული აქტივობა მიზნად ისახავს მოსწავლეებში წყლის რესურსების საკითხთან დაკავშირებით ცოდნის გაზიარებას და  ბუნებრივი რესურსების მიმართ პასუხისმგებლობის ამაღლებას.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების ინფორმირებულობა, რადგან წყლის რესურსი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ფიგურირებს მდგრადი განვითარების 17-დან 4 მიზანში (N2 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, N6 სუფთა წყალი და სანიტარია, N14 წყალქვეშა რესურსები, N15 დედამიწის ეკოსისტემები).

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203