ნამაშევის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
23-03-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტი განხორციელდა, სახელწოდებით - „მზის შვილები“.

პროექტს, რომელშიც X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ელისო ლეშკაშელი და ბიოლოგიის მასწავლებელი სალომე ჩარგეიშვილი ხელმძღვანელობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაამზადეს პლაკატები და პოსტერები, მოამზადეს პრეზენტაცია და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს.

ასევე, მოსწავლეებმა ნახატების გამოფენა მოაწყვეს, თემაზე - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ და ფილმის - „როგორ ინგრევა კედელი“ ჩვენება და განხილვა გამართეს.

პროექტი, სამახსოვრო ფოტოსესიით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203