ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - გიორგი გურეშიძე, ლიზი ჯამბურიძე, ანასტასია კირვალიძე, ნინო ბენიძე და ლიკა მიქაბერიძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მათ კომპიუტერები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, წყალტუბოს რესურსცენტრის ორგანიზებით, ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადასცეს. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან. მათი დამრიგებლები ნათელა ბაზაძე და დარეჯან ლაჭყეპიანი არიან.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: