ერკეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
23-03-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა აქტივობები გამართეს. მათ ამ დღის სუმბოლო - წინდები სხვადასხვა ფრად გააფერადეს, მზე დახატეს და თემატური ნამუშევრები შექმნეს. 

გარდა ამისა, მათ სკოლის ექიმი ინდრომის შესახებ ესაუბრა, შესაბამისი ინფორმაცია მიწოდა და მათ კითხვებს უპასუხა. მათ თემატური ფილმიც ნახეს. 

ყველა აქტივობამ წარმატებითა და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეებმა არჩვეულებრივი ნამუშევრები დაამზადეს, ცნობიერება აიმაღლეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სათქმელი დააფიქსირეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203