აჭყვას საჯარო სკოლის ლიტერატურული წრის მოსწავლეებმა გოდერძი ჩოხელის შემოქმედება განიხილეს
23-03-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიტერატურის განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტერესით გამოირჩევიან. 

ამ მიმართულებით კი შესაბამისი აქტივობები ეწყობა. ამჯერად, მე-11 კლასის მოსწავლეებმა, მცირე პაუზის შემდეგ, ლიტერატურული წრის ფარგლებში, მუშაობა განაახლეს. მათ შეხვედრა გოდერძი ჩოხელის შემოქმედების განხილვით დაიწყეს.

სალომე ბოლქვაძემ მწერლის მოთხრობის - „სულეთის კიდობანის“, ანრი მიქელაძემ კი - „წითელი მგლის“ შესახებ ისაუბრა. 

მოსწავლეებმა საინტერესო მიგნებები წარადგინეს და მწერლის ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვანი წარმოსახვის შესახებ დასკვნები გააკეთეს.

„გისურვებთ წარმატებებს წიგნიერების სამყაროში, ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203