ბოგვის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ღონისძიება მიუძღვნეს
23-03-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოგვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის მიღების სურვილზე დადებითად აისახება.
აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც გაზაფხულის დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. მოსწავლეებმა, სხვადასხვა რესურსის გამოყენებით, მისალოცი ბარათები, ყვავილები და კედლის გაზეთი დაამზადეს. მათ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს.
გარდა ამისა, გაიმართა ღონისძიებაც. მოსწავლეებმა დედის დღის ისტორიის და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და მშობლებს პატივისცემა დაუდასტურეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს