საჯიჯაოს N2 სკოლის მოსწავლეებმა ტყის დაცვის საერთაშორისო დღე გარემოსდაცვითი აქტივობით აღნიშნეს
22-03-2023

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში, ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგებმა მოსწავლეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს ამ დღის მნიშვნელობა, რომლის მიზანი მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება და მათთვის, ტყის მნიშვნელობასა და დაცვაზე ინფორმაციის მიწოდებაა.

სკოლაში, უკვე ტრადიციად იქცა ამ დღის აღნიშვნა და როგორც შარშან, წელსაც მოსწავლეებმა წვლილი შეიტანეს გარემოს დაცვასა და გამწვანებაში.

გეოგრაფიის მასწავლებელმა, თემური ჭანტურიამ და ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა, თეა თოდუამ  მოსწავლეებთან ერთად დარგეს სხვადასხვა სახის ხილი, ბუჩქები და ყვავილები.

აქტივობის მონაწილეებმა ისაუბრეს, იმსჯელეს და შეთანხმდნენ რომ თითოეული მოსწავლის მოქალაქეობრივი ვალია ხელი შეუწყოს გარემოს გამწვანებასა და გაჯანსაღებას.

„ჩვენი პატარა მარგალიტები ყოველთვის აქტიურად იდგებიან გარემოს დაცვის სადარაჯოზე. იზრუნებენ მათ მიერ დარგულ ნარგავებზე და ყოველ წელს სიმბოლურად შემატებენ ახალ ნერგებს. ეს მხოლოდ მცირედია იმასთან შედარებით, რასაც საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლა გარემოს დაცვის მიმართულებით გეგმავს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203