ხარაულის საჯარო სკოლაში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა 
22-03-2023

თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიება სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრამ ჩატარა, რომელსაც მასწავლებლები: მაია ხარაძე და მზიანა ზოიძე ხელმძღვანელობდნენ.

შეხვედრაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და მოქმედ ეკოკლუბ Green Group-ის წევრებმა, პრეზენტაციები წარადგინეს.

პრეზენტაციებში, წყლის თვისებები, მისი მნიშვნელობა, წყლის დაცვის საკითხები და ეკოკლუბის წევრების მიერ განხორციელებული პროექტის - „წყალი სიცოცხლის საწყისის“, ანგარიში იყო ნაჩვენები.

ღონისძიების დასასრულს კი, მცირე დისკუსია გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203