ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის საჯარო სკოლაში სპორტულ აქტივობებში მოსწავლეთა ჩართულობას ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ ბავშვები სხვადასხვა სპორტულ ტურნირსა და შეჯიბრში მონდომებით მონაწილეობენ.ამჯერად, ისინი რეგიონალურ პირველობაზე 3X3 კალათბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში, გოგონათა და ვაჟთა კატეგორიაში მონაწილეობდნენ, სადაც წარმატებით იასპარეზეს. აღნიშნული შეჯიბრებები კასპის სასპორტო კომპლექსში საზეიმოდ გახსნილ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის“ რეგიონალური თამაშების ფარგლებში გაიმართა.
თამაშის შედეგად ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
მაგიდის ჩოგბურთში გოგონათა კატეგორიაში I ადგილი - ახალციხის საჯარო სკოლა;
ვაჟების კატეოგრიაში I ადგილი - ახალციხის საჯარო სკოლა;
3X3 კალათბურთში ვაჟების კატეგორიაში 1-ელი ადგილი ასევე ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს.
ასევე ბადმინტონში პირველ ადგილზე ახალციხის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდები გავიდნენ.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები შთამბეჭდავად გამოავლინეს.
მსგავსი შეჯიბრებები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.